შენს მოლოდინში ცივი ქარები ამტვრევენ ფანჯრებს,
გარეთ თუთა მწიფს, შენი ლანდები მიხსნიან ფარდებს,
მე ლამაზ სიტყვებს შევაკოწიწებ ფურცელზე დავდებ,
ეპითეტებით შეგამკობ და კვლავ შეგაქებ.
შენი ლანდები ჩუმად იბრძვიან გულის არეში,
სიძულვილს სპობენ და ასვენებენ ცივ სამარეში,
ჩამქვრალ ოცნბებებს კვლავ აღვივებს ლურჯი თვალები
და ეს ღიმილი გაზაფხულთან შენადარები