ამერიკული ფეხბურთი — სპორტის გუნდური სახეობა. ამერიკის შეერთებულ შტატებში უწოდებენ ფეხბურთს.
თამაში შედგება სათამაშო ეპიზოდებისგან. ყოველი ეპიზოდის დასაწყისში თამაშში ბურთი შეჰყავთ იმ ადგილიდან, სადაც დასრულდა წინა სათამაშო ეპიზოდი.
თამაში კენჭისყრით (მონეტის დახმარებით) იწყება, კენჭისყრაში გამარჯვებული გუნდი წყვეტს, რომელი გუნდი დაიწყებს თამაშს. კენჭისყრაში დამარცხებული გუნდი კი - ირჩევს სტადიონის მხარეს. ერთ-ერთი გუნდის მხრიდან თამაშში ბურთის შეყვანის შემდეგ, მოწინააღმდეგე გუნდის მოთამაშემ ბურთი უნდა მოიგდოს ხელში და წინ გაიქცეს, მანამ სანამ მას არ შებოჭავენ და სათამაშო მინდორზე დააგდებენ. არსებობს შეტევების განხორციელების ლიმიტი, ის თითო გუნდისთვის თითო ჯერზე 4 შეტევით განისაზღვრება. შეტ