კრიშტიანუ რონალდუს ვიგოში გასამართ მატჩში მონაწილეობის მიღება სურს. მადრიდის "რეალის" პორტუგალიელი ვარსკვლავი, რომელმაც "ვალიადოლიდთან" მატჩის მე-9 წუთზე დისკომფორტი იგრძნო და მოედანი დატოვა, მზადაა გუნდს ვიგოში გაჰყვეს და ითამაშოს...
ოთხშაბათს, პორტუგალიელმა ექიმებს უთხრა, რომ "ვალიადოლიდთან" მატჩში მოედანი ნატკენ ფეხზე მცირედი დისკომფორტის გამო დატოვა. მომდევნო დღეებში ის "ვალდებებასზე" ჟონგლიორობდა, პარასკევს კი თანაგუნდელებთან ერთად ივარჯიშა. კრიშტიანუ თავს კარგად გრძნობდა და დღეს თავის გამოჩენას შეეცდება (მიუხედავად იმისა, რომ ანჩელოტის თქმით, რონალდუ მოედანზე არ გავა).
"სამეფო კლუბის" სამედიცინო შტაბი ფეხბურთელის ტრავმის თაობაზე ისევ ღელავს, მაგრამ პორტუგალიელის მიერ მიუნხენში ჩატარე