უშენობამ გამიტაცა ისევ,
უშენობამ გამიტაცა ცაში,
უშენობამ დამიმონა ისევ,
უშენობამ დამაფიქრა მაშინ.
მაშინ როცა ვეღარ გპოვე ვერსად,
მაშინ როცა მუხლთდავეცი გზაში,
მაშინ როცა მომეხვია სევდა,
დაგეძებდი ფეხშიშველი ქარში.
წახვედი და თან წაიგე გული,
წახვედი და გაიყოლე ფიქრიც,
დრომ უაზროდ დამიობლა სული,
წამი წუთზე უფრო სწრაფად მიქრის.
ვერ ავიტან მე უშენო წამებს,
აქ დრო ახლა უფრო ჩქარა მიდის,
ვერ ავიტან არ შევეხო წარბებს ,
წარბს რომელსაც ჩემს ოცნებად ვთვლიდი.
მე არვიცი ახლა რის თქმას ვცდილობ,
არც ის ვიცი რატომ ვცდილობ წერას,
მხოლოდ ვიცი, რომ ერთ რამეს ვფიქრობ,
ვერ გაგატან დღეს თუნდ ნიკოს მერანს.
მინდა გპოვო საით წახველ მითხარ,
უშენობას გული ვეღარ უძლებს,
საიდან ხარ ან საერთოდ ვინ ხარ,
დამიმონე, ვეღარაფ