ამ წამს გადავწყვიტე შენზე
დამეწერა,
სულ არ მინდოდა რომ ასე
გამეწელა,
ფიქრი გამიბევრდა, ნატვრა
გამიხშირდა,
და დღეს უშენობა ცოტა
გამიჭირდა.
სადღაც დაიკარგე, არ გსურს
რომ გიპოვო,
მხოლოდ ერთი ლექსი მინდა
დაგიტოვო:
შენთვის მოსაწყენი, სხვისთვის
ბანალური,
ჩემთვის ოცნებაა სადღაც
დამალული..