Фильтр
1. ნუ შეშინდები მკვდარი ძვლისაგან!
სულმა დამტოვა; _ სიცოცხლე მორჩა.
თუმც განსხვავებით ცოცოხლებისაგან,
სისულელეებს მე აღარ ვროშავ.

2. მეც ხომ მიყვარდა; და მეც მართობდა
ცხოვრება. ძვლებს კი მიწა ეხვევა.
მიდი ამავსე! _ შენი დათრობა,
ჯობია მატლის ტუჩის შეხებას.

3. ჯობია ვაზის ნაჟურით გავსონ,
ვიდრე ჭიების იყო საჭმელი;
ჯობია ისევ სასმისს გამსგავსონ;
დალიონ შენით ღმერთის სასმელი.

4. და სადაც ერთ დროს ბრწყინავდა ტვინი,
რომ ყოფილიყო სხვებისთვის მარგი,
სიცარიელე დარჩა და ღვინით
შეივსოს, ნუთუ, არ არის კარგი.

5. მიდი დალიე, ვიდრე ეს ძალგიძს
თორემ როდესმე ვინმე გარდაცვლილს
გიპოვის შენაც; დაგირღვევს წყნარ ძილს;
ერთ დღეს სუფრაზე გიხილავ დაცლილს.

6.

რა ხეირი გვაქვს თავებისაგან,
ვიდრე ცოცხლები დავდივარ
ეს ის ჟამია, როცა ბულბულის
სტვენა ტოტიდან შემოგესმება,
ეს ის ჟამია, როცა ჩურჩულით
საყვარლის ფიცი შენს გულს მოსწვდება;
როს ნაზი სიო წყაროს უმღერებს,
ობოლ ყურუსთვის ჰანგს ააჟღერებს;
მაშინ ეს ცვარი ყვავილს თან ახლავს,
ცაში ვარსკვლავი შეხვდება ვარსკვლავს;
ტალღას სილურჯე გაუღრმავდება;
ფოთოლს სიყვითლე დაუმძიმდება.
ცას გადაეკვრის მკრთალი სიბინდე
ნაზი სიბნელე, ბნელი სიწმინდე.
ეს ხდება მაშინ, როცა დღე კვდება,
მთავრის შუქის ქვეშ ბინდ-ბუნდი დნება..

ბაირონი
უღირს მხრებზე მომაყრდენი, ეგ მთვლემარე თავი _
დრო და სიცხე ბავშვის ფიქრს და სილამაზეს აქრობს
და სიკვდილის ეფემერა მშვიდად დაბალახობს,
დაისიდან აისამდე ჩემი გფარავს მკლავი.
თუმც, სხვებივით მოკვდავი ხარ, შენშიც ცოდვა ყვავის,
მაგრამ ჩემთვის სილამაზის შენ ახარებ ყვავილს.
უსაზმნოა ეგ მშვენება, სული სცდება საზღვარს,
როს მიჯნურთა გახელება აჯადოებს აღმართს,
როს ვენერა ჩამომარცვლავს ზებუნებრივ მძივებს
და ა...მეტის ნახვა
ფარული კანონი სულ არ უარყოფს

შემთხვევითობის ფორმულას,

მაგრამ თუ ვსტყუით, ადამიანებს,

ყველა ატომებს, ცაზე ვარსკვლავებს,

ის უპასუხოდ მაშინ დატოვებს.



სწორედ ამიტომ ყველა შეცდება,

მის ამოცნობას ვინც კი ეცდება.,

ენაც ვერ აღწევს იდუმალებას

ფარულ კანონის.



არ დაგამშვიდებს მისი სისრულე

სულის დალევა თუკი ისურვე;

მას თუ გავურბით მანქანით,

ან და ვივიწყებთ სასმელით,

სწორედ მაშინ რომ ასე ვისჯებით

ფარულ კანონით.
Показать ещё