Фильтр
მე ძლიერ მიყვარს. . . . . .

მე ძლიერ მიყვარს ღამის ნათება
თეთრი მთვარე და ზღვა ვარსკვლავები,
თან მოციმციმე ციცინათელა
ლამპიონები და ლამპარები.
-------------------------------------------
მიყვარს საღამო როცა ღამდება,
როცა კლებულობს ხმა მანქანების,
როცა ერთი დღეც წარსულს ბარდება
მოდის მეორე ქარდა-ქარებით.
------------------------------------------
მე ძლიერ მიყვარს ფერთა სიმრავლე,
ცისარტყელა და ის საოცრება,
უკიბეებო ერთი სიმაღლე
რისი სახელიც არის ოცნება.
-------------------------------------
მე ძლიერ მიყვარს გულის სინაზე
მიყვარს სიცოცხლე დღე და მოსწრება,
და სიყვარული დედამიწაზე
ამოფრქვეული ლამაზ კოცნებად.
ერთი ნახვით .........................

ღამე ნათევი , ცხელი ლამპარი ,
თეთრი ფურცელი , შავი კალამი,
ასე იწყება ლექსად ნათქვამი
ჩემი გრძნობების ძველი ამბავი .
-----------------------------------
ერთხელ უეცრად , გავლით ქუჩაში
ერთ ლამაზ გოგოს მხარი გავკარი,
და რომ მოვბრუნდი მოვუბოდიშე
ვნახე თუ არა იქვე გავქვავდი.
---------------------------------------------
მე მისმა მზერამ ძეგლად მაქცია
ფეხი ნაბიჯით ვეღარ დავძარი,
თითქოს იმატა გრავიტაციამ
მისმა წასვლამ კი დამცა თავზარი.
-------------------------------------
იმ დღის მერე ის არსად მინახავს
ნეტავ ვიცოდე ახლა სად არის,
ვეტყოდი მაინც , რომ მე მისდამი
სიყვარულით მაქვს გული დამწვარი .
უფალმა მოგვცა სიცოცხლე
მადლობის ნიშნად მოითხოვს,
ვაკეთოთ ყველგან სიკეთე
რომ ბოროტება მოისპოს.
-----------------------------
სამწუხაროა ამ თხოვნას
ზოგიერთი რომ ივიწყებს,
დასცინის საწყალ მათხოვარს
დახარბებული სიმდიდრეს.
---------------------------------
საბედნიეროდ არის ჯერ
კატეგორია იმ ხალხის,
ვინც ეხმარება ღარიბებს
და ღვთის წინაშე იმადლის.
------------------------------
მეც მათ რიცხვს მივეკუთვნები.
არ მენანება ხურდები,
რადგან მეც გამომივლია
გაჭირვებული წუთები.
ვიცი ჩემი სიყვარული არ გჭირდება
აღარ გეძებ ტყუილად ნუ მემალები,
ჩემთან ყოფნა იყო შენი ახირება
რასაც ჩემდა სამწუხაროდ ვერ ვამჩნევდი.
--------------------------------------
ისევ მახსოვს შენი ყალბი დაპირება
მიყვარხარო,და სულ მუდამ მეყვარები,
როგორ შევძლო ამ სიტყვების დავიწყება?
როცა თითქმის ყოველ წუთას მენატრები.
-----------------------------------------------
ეს გონება მიკვირს როგორ არ იღლება
ფიქრებში რომ განუწყვეტლივ მეძალები
უშენობით ეს სხეული არ მითბება
რადგან ქვეყნად ვეღარაფრით ვეღარ ვთბები.
--------------------------------------
ერთ დღეს ალბათ დარდით გული გამისკდება
დამიდგება დასასრული მღელვარების,
მერე უკვე აღარ ვიცი რა იქნება
მაშინ როცა მკვდართა სიას ვეახლები.
მე მაქვს გული უმართავი
შენზე ფიქრი უთვალავი,
შენ რომ სატრფოდ უარმყავი
ცრემლი ვღვარე უამრავი.
–––––––––––––––––––––––
რაც წახვედი სულ ვარ ავი
ბოღმა შემრჩა უყლაპავი,
გზა ხარ ჩემი უკვალავი
და ოცნება უჟანგავი.
––––––––––––––––––
მე ღმერთს ვთხოვე იმის ნიჭი
რომ როგორმე დაგივიწყო,
უშენობით სუნთქვაც მიჭირს
რა ვქნა როგორ დაგიმტკიცო?
––––––––––––––––––––––––––
იქნებ მიხვდე ჩემს დარდს იმად
მე რომ სუნქვა შემეკვრება,
და დაღუპულს შენს მაგივრად,
შავი მიწა შემეხება.
––––––––––––––––––––––––––––
ჩვენ იმდენად განვსხვავდებით
როგორც მზე და დედამიწა,
მე სულ გათბობ მაგრამ ვხვდები
რომ ვერასდროს ვერ მოგწვდები.
–––––––––––––––––––––––––
ვიბრძვი შენთვის გამეტებით
ვიბრძვი შენთვის შენს თავს ვფიცავ
ისიც ვიცი გადავყვები
Показать ещё