Фильтр
თვალები მეწვისთვალები მეწვის,
უძილობით ვერ დავიძინე,
ხიდია ბეწვის ,
ვერც ვიტირე, ვერც გავიცინე.
ფიქრების სეტყვით,
შუბლზე კოპი,მეც გამიჩინე.
ნურაფერს მეტყვით,
სირცხვილით თმა ვერ გავიცვინე./პოეტ პოეტიშვილი/
მახსენდება რატომღაცნაბოკოვის ლოლიტა, ანაბელ ლი ედგარის,
მახსენდება რატომღაც, სიყვარული მედგარი,
ეტლით, რომ იარება ფეხებზევერშემდგარი.ბოროტების ყვავილებს, აკეთილებს ბოდლერი,
მალბოროთი გულიდან დარდი წამობოლდები,
მზიდან არ დამაძინებს მთვარის წამობოდვები.გიგიგილიოტინეს შენი თავი შენიე...
ლედი ბენქსის კალთაში გისვამ გი-ჯენ-შენიე.
და სიკვდილის ჯინაზე ლექსი გიჟენშენიე./პოეტ პოეტიშვილი/
სუპერ მარიოდენდს, რომ მესაუბრები ჩუმად სუ! პერ მარიო,
ვითამაშოთ გადმოდი ერთად სუპერ მარიო./პოეტ პოეტიშვილი/
ქიმია პოეზიაშიშვიდქიმიანვარსკვლავმა მე რით მიმიქიმია?!
კარგად შემისწავლია მერით, მიმი ქიმია.
პოეზიას ასეთი, შენ რა მიეც ქიმია,
რითმზე ურეაქციოდ, რომ არ მიექიმია.
ძველ სიყვარულს ახალით თუ მომენდე ელევი,
რითმებს გადაინერგავს უთმო მენდელეევი./პოეტ პოეტიშვილი/
გალაკტიონი, მერი, შელიე,
მისცა უკვდავი დრო მან "დომინოს"
ვცდილობ მეფეო, მე რიშელიე,
რომ შენებრ წერა მომანდომინო.<3/პოეტ პოეტიშვილი/
რატომაც არა <3 (ექსკლიუზივი)როგორ გავუძელ მარტო რიყვა რვა...
გულმა, რომ შენსკენ ამომატარა,
შენ მეკითხები, რატომ გიყვარვარ?
მე, კი გპასუხობ , რატომაც არა.სიყვარულებში სხვას ვეხმარები,
ჩემ თავს ვერაფრით ვეხმარებოდი.
დაუფარიათ ხავსებს კარები,
მიტოვებულ სახლს ვეხამებოდი.გემსგავსებოდი პო ეტიკეტით,
ყორანით, რომ არ შემყვავებოდი
ვფიქრობ, თავს ვიგვემ პოეტი კეტით,
როგორ არ უნდა შემყვარებოდი-- პატარა გოგო !♥
პოეტიკის ეტიკიუნდა გადმომაბარო ფუნქცია პო ეტიკის,
არგუმენტად ეს რითმა, იქ(მ)ნება პოეტიკის./პოეტ პოეტიშვილი/
მემედითუ აჭარის მიწაზე ხანმა აღა-(ბეგ-რა)-უნდა,
აღარც აღა! მემედის ხანმა აღაბეგრაუნდა...
ფაშ-ფაშა ტრაგედიააღა-ბეგის ტიტულზე გიფეშქაშეს ფაშ-ფაშა,
"ქართველებმა" ქართველი გლეხის ქალი ფაშფაშა/პოეტ პოეტიშვილი/
Показать ещё