ღრუბელი ბობი კვადრატული შარვალი — (ინგლ. SpongeBob SquarePants) ამერიკული ანიმაციური სერიალი, რომელიც 1999 წელს ეთერში ტელეკომპანია ნიქელოდეონმა გაუშვა. მცირე დროში სერიალი გახდა ერთ ერთი ყველაზე პოპულარული ამერიკული ანიმაციური სერიალებიდან. სპანჯ ბობი — ოპტიმისტური ღრუბელი, სერიალის მთავარი გმირი. პატრიკ სტარი — ვარდისფერი ვარსკვლავი. ღრუბელი ბობის საუკეთესო მეგობარი. აქვს ძალიან სასაცილო ქცევები (სულელური). სკვიდვარდ თენთიქალსი — თავფეხიანი არსება, რომელსაც სიწყნარე და სიმშვიდე სურს, ამაში კი ღრუბელი ბობი და პატრიკი უშლიან. სპანჯ ბობისა და პატრიკის მეზობელი. სენდი ჩიქსი — ციყვი წყალქვეშა კოსტუმში რომელიც წარმოშობით ტეხასიდანაა .უყვარს კარატე. ცხოვ