Фильтр
  • Класс
ქარზე დადიან

ხის ტოტი ჰქვია
ფრინველების
პარტერს...
იარუსს...
ფრენას სწავლობენ,
ვერ სწავლობენ
ქარზე სიარულს...

მავთულებს
შორის
უხილავი
რკინის ბადეა
და ბეღურები
განა ფრენენ,
ქარზე დადიან...


სოსო ნადირაძე
ყველაფრის მიღმა

ჩვენ არ ვიფარებთ ტრაქტატებს ნიღბად,
ჩვენ არ ვუტოვებთ მტერს ღია კარებს,
ამიტომ ვრჩებით ყველაფრის მიღმა,
ყველაზე ჩრდილში, ყველაზე გარეთ..

ქართული გულით მივდივართ ისევ,
და რადგან ლექსის ვაღმერთებთ რეფრენს,
ზურგით ვატარებთ დაგესლილ ისრებს,
ფეხისგულებით შხამიან ეკლებს...

მზე - ურმის თვალი მაინც მიგორავს,
დაგრძელებულან მწუხრის ჩრდილებიც
და დაწრეტილნი სტრიქონ-სტრიქონად
მამულის მტვრიან გზებზე ვილევით...

ჩვენ არ ვიფარებთ ტრაქტატებს ნიღბად,
ჩვენ არ ვუტოვებთ მტერს ღია კარებს,
ამიტომ ვრჩებით ყველაფრის მიღმა,
ყველაზე ჩრდილში, ყველაზე გარეთ...


სოსო ნადირაძე
ხმა საკუთარი გაშინებს მხოლოდ,
კვლავ მოღალატის ფიქრი გაწვალებს,
კი არ გაყიდე დედა და ცოლი,
ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე...
ოჯახს გავიწყებს "ლომკები" ხშირი,
და სიძულვილის ტყეში წანწალებ,
კი არ გაყიდე და, ძმა და შვილი,
ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე...
ძლივს რომ მიბობღავ მიწაზე ქშენით,
ტკივილისაგან სულ რომ კანკალებ,
კი არ გაყიდე სამშობლო შენი,
ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე...
ხმა საკუთარი გაშინებს მხოლოდ,
კვლავ მოღალატის ფიქრი გაწვალებს,
კი არ გაყიდე დედა და ცოლი,
ერთ გაკეთება მორფზე გაცვალე...

სოსო ნადირაძე
ბეთლემიდან ამოვიდა მზე

ბეთლემიდან ამოვიდა მზე
და ცა იყო უბოლოოდ ლურჯი,
ეს მზე გასწმენდს, ქუჩებსა და გზებს,
მოიკიდებს წუთისოფლის ხურჯინს,

ბეთლემიდან ამოსული მზე,
გოლგოთაზე დაატყვევეს წუთით
და სტკიოდა ნაბიჯები მწყემსს,
ცა კი იყო უსასრულოდ ლურჯი.

ბეთლემიდან ამოსული მზე,
მკვდრეთით აღსდგა და ის იყო სრული,
ბევრ დამაშვრალს ის ჩამოსწმენდს ცრემლს
და ბევრ მწყურვალს ის მოუკლავს წყურვილს!


სოსო ნადირაძე
9 აპრილის გმირებსპირგაზაფხულო, სისხლიანი დაგხვდა ქუჩები,
მებაღეები დახოცილი ბაღის ნაპირთან,
არ გაგიკვირდეს, აშრიალე მწვანე ფურცლები,
არ შეგეშინდეს, აამღერე გუნდი ყვავილთა!
გახსენი გული! – სხვა თაობა მოდის ძლიერი!
აახმაურე ჩანჩქერები, ბუკებს შემოჰკარ!
როცა ქარიშხალს შეეჭიდნენ შენი შვილები,
თვითონ არ ნახე, ყვავილები როგორ შვენოდათ?!
ფრინველებს უთხარ: – ცას მოედონ, როგორც მტრედები,
თავისუფლების საგალობლად ფრთაშეწყობილნი,
ნუ ატირდები! უიმედოდ ნუ შეჩერდები,
მოდის თაობა, გადარჩენის დღისთვის შობილი!
როგორ იტევდა ისტორია ამდენ ჰეროდეს,
ის სისხლიანი ღამეც დაგრჩა გაუთეველი,
მაგრამ სამშობლოვ, სევდიანო, მინდა- გჯეროდეს,
მოვა აპრილი, როგორც ქრისტე ნაზარეველი!
სოსო ნადირაძე
dima.karchava
Показать ещё