ქაქუთური იუმორი
მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა.ხალხს გაჭირვებით გაჰქონდა თავი.ქაქუთელ მევლუდ მამულაიშვილს დაეკარგა ოჯახის მარჩენალი თხა,ვიღაცამ მიასწავლა:ოზურგეთში კაი მარჩიელია,ხელად გეტყვის,სადაა თხაო.მკითხავმა მევლუდს ჰკითხა:რაზე გიმკითხავოო.მევლუდმა მოკლედ უპასუხა:დაკარგულზეო.მკითხავმა იფიქრა,ომში ჰყავს ალბათ ვინმე დაკარგულიო და არხეინად დაიწყო:შენი დაკარგული ცოცხალია,ქერჩში იბრძვის მოწინავე ხაზზეო.მევლუდმა ხელი ჩაიქნია:გუშინ ბოსტნის ბოლოში ბალახობდა და დღეს თუ ქერჩში გააღწია,მაი აღარცაა უკან მომბრუნებელიო