. . .
შემომეფანტნენ მეგობრები,
როგორც ფოთლები,
მოგონებები დამიტოვა ყველამ სახსოვრად,
ფორტეპიანოს მივაბარე სევდის ნოტები,
ცარიელია ჩემი ბინა, არვის ვახსოვარ.
მსურს დავიჯერო სიყვარული მარადიული,
თუმც დღე ყოველი სხვა რამეში უფრო მარწმუნებს,
ო, ეს სიჩუმე და საათის მკვლელი წიკწიკი,
ყოფიერებით დაღლილ გულზე მიჭერს მარწუხებს.
/ნათია დაშნიანი/2016წ.