ლენტეხი
ლ ეგენდარულო ზღაპრად თქმულო, ხელით ნაძერწო,
ე ს უცნაური მთა–ხევები ღვთის წალკოტია,
ნ აირფერებად დაქარგული სვანეთის მთები,
ტ ყე და ველები გადაშლილი ღვთის ნაბოძია.
ე დემ–ბაღნარში მოჩუხჩუხე მთის წმინდა წყარო,
ხ ევთა უძირო საოცარი სანახაობა,
ი რმის ნახტომი, კლდეზე მდგარი ჯიხვის ყურება,
– მყინვარ მწვერებზე ფანტელებმა თეთრად მოთოვა.
ღამის წყვდიადში მგლის ყმუილი, ნადირთ მეფობა,
თავისუფლებით გადარბენა მთიდან მთის წვერზე,
სვანეთის მთებში შეძახილზე ბანის მიცემა,
განავარდება ყვავილებში მის მთა და ველზე.
ლექსის ავტორი: ი. ასანაშვილი
ავტორიზაცია დაცულია ავტორის მიერ...
წიგნიდან "ნიკოფსიიდან დარუბანდამდე"