ძველბერძნულად სიტყვა კალოს ნიშნავს ლამაზს, მშვენიერს, სილამაზეს. ტოდი, დოტი, ნიშნავს მიცემას, შექმნას. ამ ორი სიტყვის გაერთიანებით მიიღება სილამაზის მომცემი, მშვენიერების შემქმნელი. სიტყვა კალატოზი ძველი ბერძნული ორი სიტყვის ქართული ტრანსკრიფციაა, რომელიც საქართველოში ბიზანტიურ ეპოქაში შემოვიდა ხმარებაში და ამ სიტყვით მოიხსენიებდნენ, ეკლესია მონასტრებისა და ციხე-სასახლეების ამგებ და შემქმნელ არქიტექტორ -ხუროთ-ხელოსნებს. რაც შეეხება გვარს კალატოზიშვილი, იგი ქართული წარმომავლობისაა, რადგან ქათულად მოდიფიცირებული ბერძნული სიტყვა კალატოზი სხვა არცერთ ენაზე არ არსებობს. თემურ ლენგის რვაჯერ შემოსევის შედეგად მთლიანად საქართველო განადგურებული და აოხრებული იყო. XV საუკუნეში ქართლის მეფეები