Предыдущая публикация
თქვენი საფლავების მიწა დაულბია.
მერე ნაცრემლარზე იებს დარდისაგან
თავი დაუხრია,
გული დაუმძიმდა დედა საქართველოს
თქვენი სხეულებით,
მამულს ერთგულებით მსხვერპლად შეწირულნო,
ნანას გეუბნებით.
ნანა, იავნანა
დედის გულისპირზე თბილად ნატარებო,
გმირნო, ბუმბერაზნო,
თუმცა დედებისთვის მუდამ პატარებო.
გლოვობს ივერია,
უკვე მერამდენედცრემლად დაღვრილია,
ომში ვინც წავიდა, მკერდი ვინც აფარა,
ის უკვე გმირია!
ალბათ იავნანამ მოგცათ ვაჟკაცობის
ძალა საოცარი,
გმირო ჭაბუკებო,თქვენს სულს შეეწევა
ყველა სალოცავი.
ნანა, იავნანა,
დედის გულისპირზე თბილად ნატარებო,
სულით ბუმბერაზნო,
თუმცა სამშობლოსთვის მაინც პატარებო.
/ნანა მეფარიშვილი/

Присоединяйтесь — мы покажем вам много интересного
Присоединяйтесь к ОК, чтобы подписаться на группу и комментировать публикации.
Нет комментариев