ისევ ცრემლები, ისევ დარდი, ისევ ფიქრები
და უსასრულოდ გაწელილი შავი ღრუბელი.
კვლავ აბნეული დარდისაგან სავსე ხურჯინით,
მთელი სიცოცხლე უსასრულოდ დავიარები.
ჩუმი ოცნება მიკუნჭული სადღაც კუთხეში
და უცაბედად შემოპარული სხივი იმედის.
მარადისობას მოწყვეტილი ლაღი ვარსკვლავი
და უკუნეთში ჩაკარგული, თითქოს გამქრალი...
არ დანებების არც ერთი წამი ბედთან ჭიდილში,
ბრძოლისგან დაღლილს, ჩავიმუხლებ მტერს რომ ჰგონია,
არ დავეცემი მათ გასახარად უფლის წყალობით.
უფალი მაძლევს ამის ძალას, ასე მგონია.
11.01.2019
მზია კაპანაძე