ცოლი მინდოდა მეთხოვა, მოდას ნაკლებად ამყოლი,
შვილების მოსიყვარულე, მეუღლის ამყოლ-დამყოლი,
პაპიროზ მოუწეველი, შამპანურ დაულეველი,
უშარვლო, შეუღებავი, არც ისე შეუხედავი;
არ შეერცხვინა ქართული, მამა-პაპური მანდილი,
აყალ-მაყალის გარეშე ემზადა ვახშამ-სადილი...
- მასეთ ქალს დღეს ვერ იშოვი, რა ცუდი ბედი გრგებია,
მასეთი, შვილო, მე ვარო - მითხრა მეზობლის ბებიამ.