გულო გაჩერდი,ნუ ბორგავ,ნუ ეძებ სამართალსაო;
ქვეყნად სიმართლეს ვერ ნახავ,ნუ იღლი ტყულად თავსაო;
მოვა ღმერთი და გაარჩევს მტყუან–მართლსა კაცსაო;
თავის ადგილებს მიუჩენს ყველას–კეთილს და ავსაო;გულო გაჩერდი,ნუ შფოთავ,ნუ ეძებ სამართალსაო;
სჯობს დაითმინო ყოველი,ცრემლი შეაშრე თვალსაო;
მოვა ღმერთი და დაგილბობს,ჭრილობას,იარასაო;
აგიყვანს,მკერდში ჩაგიკრავს და შემოგავლებს თავსაო;გულო გაჩერდი,ნუ მტკივხარ,ნუ ეძებ სამართალსაო;
შენი ტკივილი ითმინე,სხვისა აიღე თავსაო;
სულ მალე მოვა უფალი,მოიქნევს ცეცხლის ხმალსაო
და განსჯის ქვეყნად ყოველთა,ყველა ცოდვას და მადლსაო;გაჩერდი გულო,ნუ სტირი,გაუძელ ტკივილს მძაფრსაო;
მოვა ღმერთი და მოიტანს,ზეციურ სამართალსაო !!!