მომხვევ ხელებს და...ეს სამყაროც გაიყუჩება, გაისუსები და მიტირებ სულის სიღრმემდე... ,,თეთრი ღიმილი"-თ გრძნობა ნატკენ ლამაზ ტუჩება - მოხატულ სახეს - ღამის მგზავრი ობლად ვიმღერდე... ცრემლიდან ცრემლში შეცდომებით ნათრევი განცდა, გულიდან გრძნობებს ამოაგლეჯს დამტვერილ დროში... ვერ დავიტიე ტკივილი და სხეულსაც გასცდა, რაც დამრჩა? მხოლოდ ,,ლურჯ იებში" გაცვლილი გროში... შემომთბარ ხელებს,შემოხვეულს მხრებზე,რომ ვნატრობ, გაყინულ სხეულს წარმოსახვით ვითბობ და ვწუხვარ... მიდის და...მაინც გზას ვულოცავ,მიჭირს და...არ ვთმობ, ხან ბოლო ხმამდე გავყვირი და ხან კიდევ...ვდუმვარ... გავცვითე ფიქრი გამოღლილი თვალების მიღმა, და ყველა ტაეპს,ამონარიდს უძლურის პირმშო - ვწერდი თავიდან...რომ მესუნთქა წარსული იმ ღრმა - გრძნობე