მე თუ ვტირივარ, ნაღდი ცრემლი მიოსებს თვალებს,მე თუ ვიცინი, პირფერობა სადღაც აგდია,მე თუ ვიყვარებ, არა ვგევარ ბრჭყვიალა ქალებს,და რაც ჩემშია, ყველაფერი მუდამ ნაღდია...
მე თუ ვმეგობრობ, ერთგულებას ელოდო უნდა,
მე თუ ვღალატობ, იმ ღალატსაც რაღაც ფასი აქვს,
არ ვხურდავდები, არც არასდროს ვაბრუნებ ხურდას,
და არ ვთამაშობ ცხოვრებასთან ორმაგ პასიანსს...
მე თუ ვუჩოქებ, ალალ გრძნობას ვუჩოქებ მარტო,
მე თუ ვაღმერთებ, სიყვარულის ღმერთია იგი,
და მე თუ ვნატრობ, შენგან მოწვდილ ალავერდს ვნატრობ,
რადგან უშენოდ არსებობა არაფრად მიღირს!...