რა შეცვალა დღევანდელმა დღემ? _
არაფერი.
კიდევ ერთხელ ჩავიცვით და გავიხადეთ ტანსაცმელი,
ტკივილები კი ზედ გვახმება,
ვერ შევიხსენით მაჯებზე, ყელზე...
...
დავდივარ ქუჩებში და ვფიქრობ:
მხოლოს ის, რომ იცოდეს, როგორ მიყვარს,
მხოლოდ ის, რომ იცოდეს, როგორ მიყვარს,
მხოლოდ ის, რომ იცოდეს, როგორ მიყვარს...
და გზა თავისით მიდის სახლამდე......