საშობაო იგავი
*
🎁
მათე პატარა ბიჭი იყო, ნაადრევად დაობლდა და ბებია ზრდიდა. ერთხელაც, ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულის წინადღით, მათემ ბებიას უთხრა:
- დღეს მაცხოვარი გვესტუმრება.
- ასე გგონია? - ჩაეღიმა ბებიას.
- აი ნახავ, თუ არ მოვა. სიზმრად თვითონვე მითხრა, მოვალო.
მათე სანატრელ სტუმარს ელოდა, სარკმელში იმზირებოდა, მაგრამ არავინ ჩანდა. უცებ ხედავს - ქუჩაში ორი ბიჭი ვიღაც ბიჭს ურტყამს, ის კი წინააღმდეგობასაც არ უწევს.
მათე ქუჩაში გავარდა, ცუდი ბიჭები გაყარა, ნაცემი ბიჭი კი შინ შეიყვანა. ბებოსთან ერთად გაუმასპინძლდა, დაბანა, დავარცხნა. მაშინ მათემ თქვა:
- ბებია, ორი წაღი მაქვს, ჩემს ახალ მეგობარს კი ფეხსაცმელი დაფლეთია და თითები უჩანს. მოდი ჩემს ნაბდის ჩექმებს მივც