გინდა იმზევე,გინდა ითოვე,ბოლო ერთია,გამონაცერი.ეჰ,შენ ღმერთობა იკითხე თორემ,ქვეყნად ყველას ჰყავს თითო გამცემი.
ცოცხალ ღმერთს მიწა რატომ ვერ იტანს?!ერდოზე ყველა გადმოდგებოდა.პილატე ჰყავდა ყველა ელიტას!პილატედ ყველა გამოდგებოდა...
ნებით ჩავკეტეთ ყველა დარაბა,რაც გამოგვიღო ღმერთმა ანიდან.ერთ ღმერთზე მოდის ასი ბარაბა!ასე ყოფილა დასაბამიდან.
_იესო მოდი შეგეხიდები,
მომეცი შენი სათრევი ჯვარი!ერთმაც არ უთხრა,ერთი იმედი არავის ჰქონდა_მჟუტავი კვარი.
ოჰ,ნუთუ ჯვარზე გაგაკრან უნდა ავაზაკივით,რომ შეინანო?!წუთისოფელი_ცოდვილთა ხურდა.ცა_ეკლესია,რომ შეიარო.
სასუფეველი_ღარიებებს ძლიერს!ვიცხოვროთ,ღირდეს ღმერთის ჩამოსვლად!ვგავდეთ იოსებ არიმათიელს,რომ ღმერთი ჯვრიდან მაინც ჩამოვხსნათ!
სოფელს შევრჩებით"ურწმუნ