"უკუნეთში,როცა მგელი კლდეში ლეკვებს ყრიდა,
მაშინ გავჩნდით და მგლის ღონით ამოვედით კლდიდან.
მგლის ძარღვებით დათასმულებს, გულიც მგლისა გვიდგა!
ჯიქთა ბღავილს ამოვყევით იჩქერიის მზისკენ!
მწვერვალები მშობლის გრძნობით შემოგვიდცნენ მტკიცედ...
კლდის ქიმებზე ცხენით ფრენა, მამებისგან დაგვრჩა,
დედებისგან შევისწავლეთ ერთგულების დაცვა,
გვიყვარს ლხენა, მშვიდობა და გვატკბობს ნაზი ხმები,
მაგრამ ჭირსაც არ ვუდრკებით და კაცურად ვხვდებით,
ბასრი მზერით ვიგეშებით არწივზე და ჯიქზე,
ტყვია წვიმად რომ მოვიდეს, არ მოვკვდებით ჯიბრზე,
რომც დაგვბუგონ ჩვენს მიწასთან,არ დავტოვებთ მისხალს.
გვამხნევებენ ქარაფები და უფალი გვიცავს.
სიმღერებით გვიშუშებენ - ნაიარებს დები,
სატრფოს მზერით დაგვცქერიან მიუწვდომი მთები,
ცა გვიგზავნის