დაგთმე! იმიტომ, რომ ძალიან მიყვარხარ.
დაგთმე! იმიტომ, რომ ვიცი გიყვარვარ.
დაგთმე! იმიტომ, რომ ყველგან მეძებდე
და სადაც წახვალ, გაკლდე ყოველთვის.
სხვასთან შეხვედრამ დაკარგოს ხიბლი
და ჩემთან ყოფნის ყოველი წამი,
დათვალო მისხლით.
დაგთმე! იმიტომ, რომ ჩემს ოთახს ავსებ.
და, როცა ძილი თავისთან მიწვევს,
შენ მირაჟში ჩამომჯდარი
თავსასთუმალთან, მიკოცნი თითებს.
დაგთმე! იმიტომ, რომ ასე ძალიან
ერთმანეთს ვგავართ.
ის კი არა და ეგ თეთრი კანი,
წითური თმები და ტვინის წყობა
ერთმანეთისგან ასე შორს მყოფნი
და მაინც ნდობა
ყველა მზერაში სიმართლე
და კოცნის წყურვილი
გზები ცალ–ცალკე,
ერთმანეთით გადაბურული.
დაგთმე! შენთვის, რომ ყველა წამი
მონატრების წამად მექცია,
რომ ცრემლი სისხლად გარდაქმნილი
აქ დაგექცია,
რომ